“თუ მაინდამაინც რამე პალესტინურს უნდა ვუგულშემატკივროთ, მაშინ ნაიბ ბუკელეს საქმეს გაუმარჯოს” – ბექა კობახიძე

მსოფლიო ·

“თუ მაინდამაინც რამე პალესტინურს უნდა ვუგულშემატკივროთ, მაშინ ნაიბ ბუკელეს საქმეს გაუმარჯოს” – ბექა კობახიძე

ლათინურ ამერიკაში არის პატარა ქვეყანა, ელ სალვადორი ქვია. საქართველოზე სამნახევარჯერ პატარაა, ხოლო მოსახლეობით – ოდნავ დიდი. 2019 წელს პრეზიდენტად აირჩიეს 38 წლის პალესტინური წარმოშობის კაცი, ნაიბ ბუკელე. ეს ადგა და მემარჯვენე ავტორიტარიზმი დაამყარა ქვეყანაში. ოღონდ ძალიან პოპულარულია. ომი გამოუცხადა კრიმინალს. დაახლოებით 120 ათასი ადამიანი დააპატიმრა: ყაჩაღები, ბანდები, ნარკოდილერები, ტრეფიკიორები. სულ მალე სალვადორი ერთ-ერთ ყველაზე უსაფრთხო ქვეყნად აქცია.