BBC: ირანმა ბაჰრეინში მდებარე აშშ-ის სამხედრო ბაზაზე იერიში დრონებით მიიტანა
მსოფლიო ·

ბაჰრეინის სხვადასხვა ნაწილში საჰაერო განგაშის სიგნალი ამოქმედდა - ირანმა შეერთებული შტატების სამხედრო ბაზაზე დრონებით იერიში მიიტანა. ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის ინფორმაციით, სამიზნე ალ-რიფას საჰაერო ბაზაზე განთავსებული ამერიკული საჰაერო თავდაცვის რადარის ობიექტი იყო. თავდასხმებს მკაცრად გმობს ბაჰრეინის საგარეო საქმეთა სამინისტრო და თეირანს შედეგებზე სრულ პასუხისმგებლობას აკისრებს.