ჯო ბაიდენმა მემუარებში ზელენსკის „არასაკმარისად მადლიერი“ უწოდა, პუტინი კი ტინეიჯერს შეადარა

მსოფლიო ·

ჯო ბაიდენმა მემუარებში ზელენსკის „არასაკმარისად მადლიერი“ უწოდა, პუტინი კი ტინეიჯერს შეადარა

ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილი პრეზიდენტი ჯო ბაიდენი თავის მემუარებში უკრაინის პრეზიდენტს ვოლოდიმირ ზელენსკის ჯიუტად და „არასაკმარისად მადლიერ“ ადამიანად ახასიათებს. „ზელენსკი კერძო საუბრებში „ზოგჯერ ცვალებადი გუნების და ჯიუტი იყო, იმდენად მადლიერი არ ჩანდა, რამდენსაც ველოდი“, - წერს ბაიდენი. ის ასევე აღნიშნავს, რომ ზელენსკის სამსახიობო წარსული ძალიან კარგი პრაქტიკა აღმოჩნდა საომარი დროის ლიდერისთვის.