აზერბაიჯანი დუბლინის სამიტზე მიღებულ სამ პოლიტიკურ დოკუმენტს არ შეუერთდა
მსოფლიო ·

ირლანდიის დედაქალაქ დუბლინში გამართულ ევროპის პოლიტიკური გაერთიანების (EPC) მე-9 სამიტზე აზერბაიჯანმა უარი განაცხადა სამი ძირითადი პოლიტიკური დოკუმენტის ხელმოწერაზე. ბაქოს გადაწყვეტილებით, ქვეყანა არ შეერთებია რუსეთის აგრესიის დამგმობ, მიგრაციისა და ნარკოტიკებთან ბრძოლის ინიციატივებს. სამიტის ფარგლებში მონაწილე ქვეყნებმა სამი მნიშვნელოვანი პოლიტიკური დოკუმენტი შეიმუშავეს.