აზერბაიჯანელი სამხედრო ნახიჭევანში გაურკვეველ ვითარებაში დაიღუპა
მსოფლიო ·

აზერბაიჯანელი სამხედრო ელნარ თაღიევი, რომელმაც სამხედრო სამსახური ორ კვირაზე ნაკლები ხნის წინ დაიწყო, ნახჭევანის ავტონომიურ რესპუბლიკაში მსახურობისას დაიღუპა. მისმა ნათესავებმა ტელეკომპანია Meydan TV-ს განუცხადეს, რომ პოლიციამ მათ აცნობა, თითქოს სამხედრომ სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. თაღიევი აზერბაიჯანის შეიარაღებულ ძალებში არასაბრძოლო ვითარებაში სამხედრო მოსამსახურეების დაღუპვის შესახებ გავრცელებული ცნობების ფონზე გარდაიცვალა.