აშშ-ში საკომუნიკაციო სისტემის გაუმართაობის გამო, მთელი ქვეყნის მასშტაბით ფრენები შეჩერდა

მსოფლიო ·

აშშ-ში საკომუნიკაციო სისტემის გაუმართაობის გამო, მთელი ქვეყნის მასშტაბით ფრენები შეჩერდა

აშშ-ში საჰაერო მიმოსვლის მართვის ცენტრებში საკომუნიკაციო სისტემის გაუმართაობის გამო, მთელი ქვეყნის მასშტაბით ფრენები შეჩერდა - ავიამიმოსვლა რამდენიმე საათის შემდეგ განახლდა. აშშ-ის ფედერალურმა საავიაციო ადმინისტრაციამ (FAA) განცხადება გაავრცელა, რომ „საგანგებო გარემოებებისა და უსაფრთხოების“ გამო ქვეყნის მასშტაბით აეროპორტებში ფრენები შეაჩერა.