აშშ-ში ბოლო ორ დღეში გაუქმებული რეისების საერთო რაოდენობა 12 500-ს აღემატება - საჰაერო მიმოსვლის აღდგენის მიუხედავად, შეფერხებები გრძელდება
მსოფლიო ·

აშშ-ში საჰაერო მიმოსვლის აღდგენის მიუხედავად, შეფერხებები გრძელდება. ბოლო ორ დღეში გაუქმებული რეისების საერთო რაოდენობა 12 500-ს აღემატება. აშშ-ის ტრანსპორტის მინისტრის განცხადებით, პრობლემის მიზეზი მოძველებული ტექნოლოგიებია. მისივე თქმით, მსგავსი შემთხვევები განმეორდება, თუ ამერიკელი ხალხი და კონგრესი სისტემის განახლებისთვის საჭირო დაფინანსებას არ გამოყოფს. აშშ-ის ტრანსპორტის მინისტრმა მდგომარეობა საგანგებოდ შეაფასა და აღნიშნა, რომ სისტემის განახლებისთვის კონგრესმა 50 მილიარდი დოლარი უნდა გამოყოს.