„არაფერს გამოვრიცხავთ“ - აშშ-ის მთავრობა ფრენების მასშტაბურ შეჩერებასთან დაკავშირებით პირველ განმარტებას აკეთებს
მსოფლიო ·

აშშ-ის მთავრობა ამ დროისთვის არცერთ ვერსიას არ გამორიცხავს - ამის შესახებ შიდა უსაფრთხოების მდივანმა, მარკვეინ მალინმა განაცხადა . მალინმა არ დააკონკრეტა, ზუსტად რა გახდა ფართომასშტაბური საკომუნიკაციო პრობლემის მიზეზი. მისი თქმით, მთავარი პრიორიტეტი თვითმფრინავების უსაფრთხოდ დასმა და მგზავრების დაცვაა. „უამრავი ზარი შემოდის კითხვით - „ტერორისტული თავდასხმაა?“. ყველა უსაფრთხოდაა, თქვენი ახლობლებისთვის შიშის საფუძველი არ არსებობს“, - მიმართა მან ჟურნალისტებს.