ანდრეი სიბიგა - ევროპას უსაფრთხოების ახალი წესრიგი არ სჭირდება, მას უკვე აქვს ასეთი წესრიგი, რომელსაც რუსეთი მუდმივად არღვევს

მსოფლიო ·

ანდრეი სიბიგა - ევროპას უსაფრთხოების ახალი წესრიგი არ სჭირდება, მას უკვე აქვს ასეთი წესრიგი, რომელსაც რუსეთი მუდმივად არღვევს

პუტინი ევროპის უსაფრთხოების წესრიგის ხელახლა ჩამოყალიბების იდეებს აჟღერებს. ოცნებებში მას თავი 1945 წლის იალტის კონფერენციაზე წარმოუდგენია. პრობლემა ის არის, რომ ამ მასშტაბის იდეების წამოსაყენებლად ჯერ მსოფლიო ომი უნდა მოიგო, - ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, ანდრეი სიბიგა სოციალურ ქსელში წერს. მისი თქმით, ბოლო მონაცემებით, რუსეთმა ოთხი წელი და რვა თვე დახარჯა ზაპოროჟიეს ოლქში მდებარე სოფელ მალაია ტოკმაჩკას „თითქმის“ დასაპყრობად.