უილ ბესტი „Strictly Come Dancing“-ს გამოეთიშა

კულტურა და გართობა ·

უილ ბესტი „Strictly Come Dancing“-ს გამოეთიშა

41 წლის ტელეწამყვანი უილ ბესტი „Strictly Come Dancing“-ის პროექტს გამოეთიშა. ის შოუს მეშვიდე მონაწილეა, რომელმაც კონკურსის დატოვება მოუწია. ბესტი და მისი პარტნიორი დაიან ბასუელი „საცეკვაო დუელში“ ჯეიმი უინსტონისა და კარლოს გუს წინააღმდეგ აღმოჩნდნენ. ჟიურის წევრებმა ხმების უმრავლესობით (3:1) კონკურსში უინსტონის დატოვება გადაწყვიტეს. უილ ბესტი, რომელიც ITV-ის „Big Brother“-ის თანაწამყვანია, შოუში მონაწილეობას „აუხდენელ ოცნებას“ უწოდებდა.