უეინ რუნი რეალითი შოუში მონაწილეობს და ალკოჰოლზე უარის თქმის შემდეგ ჯანმრთელობის გაუმჯობესებაზე საუბრობს

ინგლისის ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელმა უეინ რუნიმ განაცხადა, რომ ექვსი თვის წინ ალკოჰოლზე უარის თქმისა და ვარჯიშის შედეგად 19 კილოგრამი დაიკლო. სპორტსმენი ამჟამად რეალითი შოუში I'm A Celebrity... Get Me Out Of Here! მონაწილეობს.