43 წლის ასაკში მსახიობი კრისტიან კაზინსი გარდაიცვალა

43 წლის ასაკში ყოფილი ბავშვი მსახიობი კრისტიან კაზინსი გარდაიცვალა. ინფორმაცია მისი გარდაცვალების შესახებ მისმა ძმამ, ჯონას როზერმა გაავრცელა. გარდაცვალების ოფიციალური მიზეზი ჯერჯერობით არ დასახელებულა, თუმცა როზერის თქმით, კაზინსი ღვიძლის დაავადებას ებრძოდა. „ის ძალიან ავად იყო ღვიძლის დაავადების გამო“, - განაცხადა მან. კრისტიან კაზინსი და მისი ტყუპისცალი ჯოზეფ კაზინსი ცნობილი გახდნენ 1990 წლის ფილმით „Kindergarten Cop“, სადაც მათ არნოლდ შვარცენეგერთან ერთად დომინიკის როლი შეასრულეს.