"სმირნოვების მუზეუმში" მხატვარ ლიკა ინაშვილის სოლოგამოფენა გაიხსნა

"სმირნოვების მუზეუმში" ლიკა ინაშვილის სოლოგამოფენა გაიხსნა. ექსპოზიცია მხატვრის შემოქმედებით სამყაროს აერთიანებს, სადაც განსაკუთრებული ადგილი უჭირავს ბუნების მოტივებს, მცენარეულ ორნამენტებს, ფრინველებსა და ფერად დეკორატიულ ელემენტებს. გამოფენა 15 ნოემბრის ჩათვლით გაგრძელდება და სმირნოვების მუზეუმის პროექტ - "შეხვედრები გ. ტაბიძის 20-ში" ფარგლებში იმართება. მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს.