რასელ ბრენდს გაუპატიურებისა და სექსუალური ძალადობისთვის 10 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

ბრიტანელ კომიკოსსა და მსახიობს, 51 წლის რასელ ბრენდს, ლონდონის სასამართლომ 10 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა. ინფორმაციას BBC ავრცელებს . ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ ის დამნაშავედ ცნო გაუპატიურებასა და სექსუალური ძალადობის სამ ეპიზოდში, რომლებიც 2004-2009 წლებში მოხდა. მოსამართლე ჯოელ ბენათანმა განაჩენის გამოცხადებისას ბრენდი „სექსუალურ მტაცებლად“ დაახასიათა და აღნიშნა, რომ მსჯავრდებულმა გამოავლინა „თავბრუდამხვევი ამპარტავნება“ და ჩადენილის გამო სინანული არ გამოუთქვამს.