ფილ კოლინზი როკ-ენ-როლის დიდების დარბაზში სოლო შემსრულებლის სტატუსით შეიყვანეს

ფილ კოლინზი ლოს-ანჯელესში გამართულ ცერემონიაზე როკ-ენ-როლის დიდების დარბაზში სოლო შემსრულებლის სტატუსით შეიყვანეს. 75 წლის მუსიკოსმა, რომელიც ჯგუფ Genesis-ის შემადგენლობაში უკვე იყო დარბაზის წევრი, სიტყვით გამოსვლისას ოჯახის წევრებსა და ასისტენტს მადლობა გადაუხადა.