ოლივია უაილდი ყოფილ პარტნიორთან, ჯეისონ სუდეიკისთან შვილების აღზრდის სირთულეებზე საუბრობს

ოლივია უაილდი „ნიუ-იორკ თაიმსთან“ ინტერვიუში აცხადებს, რომ ყოფილ პარტნიორ ჯეისონ სუდეიკისთან შვილების ერთობლივად აღზრდა ბევრად რთული პროცესია, ვიდრე ეს საზოგადოებისთვის ჩანს. მსახიობის თქმით, მიუხედავად სირთულეებისა, მათ ბავშვების აღზრდაში ჯანსაღი ბალანსის პოვნა შეძლეს.