მიშელ პფაიფერმა მეუღლესთან, დევიდ ე. კელისთან ერთად ქორწინების 33-ე წლისთავი აღნიშნა

კულტურა და გართობა ·

მიშელ პფაიფერმა მეუღლესთან, დევიდ ე. კელისთან ერთად ქორწინების 33-ე წლისთავი აღნიშნა

მსახიობმა მიშელ პფაიფერმა მეუღლესთან, სცენარისტ დევიდ ე. კელისთან ერთად ქორწინების 33-ე წლისთავი აღნიშნა. წყვილმა ამ თარიღთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში ერთობლივი ფოტო გამოაქვეყნა. ფოტო ნიუ-იორკში, თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში გამართულ ღონისძიებაზეა გადაღებული, სადაც წყვილი სტივენ სპილბერგის პატივსაცემად გამართულ საღამოს დაესწრო. პფაიფერმა ინსტაგრამზე მეუღლესთან გატარებულ წლებს „ბედნიერი“ უწოდა. პფაიფერმა და კელიმ ერთმანეთი 1993 წლის იანვარში, საერთო მეგობრის მიერ მოწყობილ „ბრმა პაემანზე“ გაიცნეს.