ქეითი პრაისი დუბაიში ყოფილ მეუღლესთან შესახვედრად მიემგზავრება

ბრიტანელი მოდელი ქეითი პრაისი დუბაიში მიემგზავრება, სადაც, საკუთარი განცხადებით, ყოფილ მეუღლეს, ლი ენდრიუსს შეხვდება. პრაისმა ეს ინფორმაცია საკუთარ პოდკასტში დაადასტურა. წყვილი რამდენიმე კვირის წინ დაშორდა, მას შემდეგ, რაც პრაისმა აღმოაჩინა, რომ 43 წლის ენდრიუსის ანგარიშზე მხოლოდ 2.22 ფუნტი სტერლინგი იყო. მიუხედავად განშორებისა, მედიაში ვრცელდება ვარაუდები მათი შერიგების შესახებ, რასაც ხელს უწყობს წყვილის მიერ სოციალურ ქსელებში გამოქვეყნებული პოსტები და საქორწინო ბეჭდების ტარება.