ქართველი რეჟისორების ფილმებმა სხვადასხვა ქვეყნის საერთაშორისო კინოფესტივალებზე მნიშვნელოვანი ჯილდოები მოიპოვეს

კულტურა და გართობა ·

ქართველი რეჟისორების ფილმებმა სხვადასხვა ქვეყნის საერთაშორისო კინოფესტივალებზე მნიშვნელოვანი ჯილდოები მოიპოვეს

ქართული კინო საერთაშორისო ასპარეზზე კვლავ წარმატებას აღწევს - ამჯერად ორი ქართველი რეჟისორის ფილმებმა სხვადასხვა ქვეყნის საერთაშორისო კინოფესტივალებზე მნიშვნელოვანი ჯილდოები მოიპოვეს. დიდ ბრიტანეთში, მანჩესტერის ანიმაციური კინოფესტივალის გამარჯვებული გახდა რეჟისორ მამუკა ტყეშელაშვილის თოჯინური ანიმაციური ფილმი „როცა ზღვა იყო მშვიდი“. სოხუმის თემაზე შექმნილმა კინოსურათმა საუკეთესო მოკლემეტრაჟიანი ანიმაციური ფილმის ჯილდო დაიმსახურა.