კანადელი მომღერალი ავრილ ლავინი დედა გახდა

კულტურა და გართობა ·

კანადელი მომღერალი ავრილ ლავინი დედა გახდა

კანადელი პოპ-პანკ მომღერალი ავრილ ლავინი დედა გახდა. 42 წლის არტისტმა სოციალურ ქსელ Instagram-ში გამოაქვეყნა ფოტოები, სადაც ჩანს, რომ მას გოგონა შეეძინა. ლავინმა პოსტს თან დაურთო წარწერა: „ჩვენი პატარა პრინცესა მოვიდა“. ფოტოებზე მომღერალი ახალშობილს ეფერება, რომელსაც ლეოპარდის პრინტიანი ტანსაცმელი აცვია. მომღერალს ბავშვის მამის ვინაობა არ გაუმხელია. ასევე, საზოგადოებისთვის ცნობილი არ იყო მისი ორსულობის შესახებ.