ჯგუფ Journey-ს დრამერი დინ კასტრონოვო ჯანმრთელობის პრობლემების გამო ტურნეს ტოვებს

ჯგუფ Journey-ს დრამერი დინ კასტრონოვო ჯანმრთელობის პრობლემების გამო ტურნეს დატოვებს. 62 წლის მუსიკოსმა ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც ბოლო პერიოდში სცენაზე ორჯერ გახდა შეუძლოდ. 8 ოქტომბერს, ოკლაჰომას შტატის ქალაქ ტულსაში გამართული კონცერტის დროს, კასტრონოვო საავადმყოფოში გადაიყვანეს. გასულ სამშაბათს კი, ბოსტონში გამართული შოუს დროს, მან ჯანმრთელობის გაუარესების გამო სცენის დატოვება იძულებით მოუწია.