რეალითი შოუს ვარსკვლავი ჯინა კიო კიბოს დაამარცხა

კულტურა და გართობა ·

რეალითი შოუს ვარსკვლავი ჯინა კიო კიბოს დაამარცხა

რეალითი შოუ The Real Housewives of Orange County-ის ვარსკვლავი, 71 წლის ჯინა კიო კიბოსგან განიკურნა. ინფორმაცია ამის შესახებ მისმა მეგობარმა სოციალურ ქსელში გაავრცელა. ჯინა კიოს ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია მიმდინარე წლის ივლისში გახდა ცნობილი, როდესაც მისმა ქალიშვილმა, კარამ, განაცხადა, რომ დედას ენის კიბოს იშვიათი ფორმა დაუდგინდა. კიომ ორი ოპერაცია გაიკეთა, რასაც ქიმიოთერაპიის, სხივური თერაპიისა და იმუნოთერაპიის კურსები მოჰყვა.