ჯენიფერ ენისტონი ლონდონში ახალ საშობაო კომედიაზე მუშაობს

კულტურა და გართობა ·

ჯენიფერ ენისტონი ლონდონში ახალ საშობაო კომედიაზე მუშაობს

ჯენიფერ ენისტონი ლონდონში ახალი საშობაო კომედიის, „Naughty“-ს გადაღებებში მონაწილეობს. ფილმის რეჟისორი ოლივია უაილდია, ხოლო ენისტონის პარტნიორი ეკრანზე „სამეფო კარის თამაშების“ ვარსკვლავი პიტერ დინკლეიჯია, რომელიც სანტა კლაუსის როლს ასრულებს. გადაღებები ლონდონის ცენტრში, კინგს კოლეჯის მიმდებარედ მიმდინარეობს. ვინაიდან ბუნებრივი თოვლი არ იყო, გადამღებმა ჯგუფმა ქუჩების გასაფორმებლად ხელოვნური ყინული და თოვლი გამოიყენა. ფილმში, რომლის პრემიერაც მომავალ წელს იგეგმება, ჯენიფერ ენისტონი მელორის როლს ასრულებს.