ჯეიმს ბლანტის ახალი ალბომი 19 წლის განმავლობაში პირველად ბრიტანული ჩარტების სათავეში მოექცა

ჯეიმს ბლანტის ახალი ალბომი „Airplane Mode“ ბრიტანეთის ოფიციალური ჩარტების სათავეში მოექცა. ეს 52 წლის მუსიკოსისთვის პირველი შემთხვევაა 2007 წლის ალბომ „All The Lost Souls“-ის შემდეგ, როდესაც მან ჩარტში პირველი ადგილი დაიკავა. წარმატება მეუღლემ, სოფია ველსლიმ, „ინსტაგრამზე“ ერთობლივი ფოტოთი მიულოცა. მან ხუმრობით აღნიშნა, რომ მიუხედავად ბლანტის დაპირებისა, რომ ალბომის პირველ ადგილზე გასვლის შემთხვევაში გვარს „რაიან ეარად“ (Ryan Air) გადაიკეთებდა, თავად გვარის შეცვლას არ აპირებს.