მსახიობი გრეგ უაიზი დის გარდაცვალების შემდეგ ალკოჰოლთან დაკავშირებულ პრობლემებზე საუბრობს

მსახიობი გრეგ უაიზი ახალ წიგნში „Grief Talking“ აცხადებს, რომ დის, კლერის გარდაცვალებამ მას ალკოჰოლთან დაკავშირებული სერიოზული პრობლემები შეუქმნა. მსახიობი ასევე საუბრობს მეუღლესთან, ემა ტომპსონთან ურთიერთობაზე და აღნიშნავს, რომ თერაპიამ მათი ქორწინება გადაარჩინა.