გარდაიცვალა პოეტი, მთარგმნელი ლელა სამნიაშვილი

გამოცემული აქვს პოეტური კრებულები: "ფოტო-აბები", "გველის წელიწადი",, "მუდმივი ტატუ", "ფრაქტალები", "ლოცვა აბსტრაქციად", „37“, „ავირეკლოთ“... თარგმანები: "სილვია პლათის ლექსები ქართულად", ვირჯინია ვულფის "საკუთარი ოთახი", სილვია პლათის "ზარხუფი", უილიამ შექსპირის “ჰამლეტი” და სხვა... არის "საგურამოს", "ლიტერას" და "საბას" ლაურეატი. მისი ლექსები თარგმნილია და გამოცემულია სხვადასხვა ენაზე.