ეროვნულ გალერეაში საქართველოს კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით გამოცემული წიგნ-ალბომის „რობერტ სტურუა (უფროსი)“ პრეზენტაცია გაიმართა

ეროვნულ გალერეაში საქართველოს კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით გამოცემული წიგნ-ალბომის „რობერტ სტურუა (უფროსი)“ პრეზენტაცია გაიმართა. ინფორმაციას კულტურის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, გამოცემა ეძღვნება გამოჩენილი ქართველი ფერმწერისა და მონუმენტალისტის, საქართველოს სახალხო მხატვრისა და სახელმწიფო პრემიის ლაურეატის რობერტ სტურუას დაბადებიდან 110-ე წლისთავს.