დიდ ბრიტანეთში სულ მცირე 13 უნივერსიტეტი „ინფლუენსერობის“ შემსწავლელ კურსებს სთავაზობს სტუდენტებს

დიდ ბრიტანეთში სულ მცირე 13 უნივერსიტეტი სტუდენტებს „ინფლუენსერობისა“ და კონტენტის შექმნის სპეციალიზებულ კურსებს სთავაზობს. Daily Mail-ის ცნობით, ახალგაზრდები ამ მიმართულებებს ტრადიციული ჟურნალისტიკის ნაცვლად სულ უფრო ხშირად ირჩევენ.