48 წლის ასაკში ავსტრალიელი მუსიკოსი დენ ჰოლი გარდაიცვალა

კულტურა და გართობა ·

48 წლის ასაკში ავსტრალიელი მუსიკოსი დენ ჰოლი გარდაიცვალა

ავსტრალიური პოპ-როკ ჯგუფის, Taxiride-ის გიტარისტი და მუსიკოსი დენ ჰოლი 48 წლის ასაკში გარდაიცვალა. მუსიკოსის გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია მისმა ჯგუფელებმა სოციალურ ქსელში დაადასტურეს. „ჩვენი უმცროსი ძმის, დენიელ ჯეიმს ჰოლის გარდაცვალების შესახებ უმძიმესი გულით გაცნობებთ. ჩვენ არაერთი საოცარი გამოცდილება გავიზიარეთ და მისი წასვლა დაუჯერებელია“, - ნათქვამია ჯგუფის განცხადებაში. მუსიკოსის პარტნიორმა, ჯესმა ფეისბუქზე დაწერა, რომ დენ ჰოლი პარასკევს, გამთენიისას, საკუთარ სახლში მოულოდნელად გარდაიცვალა.