ბრიტანელი მსახიობის ლიზა მაქსველის 27 წლის ქალიშვილი ნიუ-იორკში გარდაიცვალა

ბრიტანელი მსახიობისა და ტელეწამყვანის, ლიზა მაქსველის ერთადერთი ქალიშვილი, 27 წლის ბო ჯესაპი გარდაიცვალა. ტრაგიკული ინფორმაცია კოლუმბიის უნივერსიტეტმა გაავრცელა, სადაც ახალგაზრდა ქალი ჟურნალისტიკის ფაკულტეტზე სწავლობდა. გარდაცვალების მიზეზი და დეტალები ამ დროისთვის უცნობია. უნივერსიტეტის დეკანმა ჯელანი კობმა განაცხადა, რომ ჯესაპი უნივერსიტეტის საზოგადოების „ძვირფასი წევრი“ იყო და სამძიმარი გამოუცხადა მის ოჯახს. მომხდარს ტელეშოუ Loose Women-ის წამყვანი ქეი ადამსი გამოეხმაურა.