ბიონსემ ჯეი-ზისთან 2008 წლის ქორწილის დეტალები გაიხსენა

ბიონსემ i-D magazine-თან ინტერვიუში 2008 წელს ჯეი-ზისთან გამართული ქორწილის დეტალები გაიხსენა და აღნიშნა, რომ ცერემონია ნიუ-იორკულ პენტჰაუსში, მცირე წრეში გაიმართა. მომღერლის თქმით, სტუმრებმა ქორწილის შესახებ წინასწარ არ იცოდნენ, რადგან მათ მხოლოდ წვეულებაზე დაპატიჟება აცნობეს.