ავსტრალიაში კრის ჰემსვორტის სახლი გაქურდეს

ავსტრალიის ქალაქ ბაირონ-ბეიში მსახიობ კრის ჰემსვორტის სახლში ოთხი ნიღბიანი პირი შეიჭრა და ავტოფარეხიდან სამი ავტომობილი გაიტაცა. პოლიციის ინფორმაციით, ინციდენტის დროს მსახიობი და მისი მეუღლე სახლში იმყოფებოდნენ, თუმცა არავინ დაშავებულა.