Avatar: Seven Havens-ის მეორე სეზონის პრემიერის თარიღი ცნობილია — დეტალები

კულტურა და გართობა ·

Avatar: Seven Havens-ის მეორე სეზონის პრემიერის თარიღი ცნობილია — დეტალები

Avatar: Seven Havens -ის მეორე სეზონის პრემიერა 2027 წლის 21 მაისს, Paramount+-ზე შედგება. თავდაპირველად სეზონის პირველი, მეორე და მესამე ეპიზოდები გამოვა, 28 მაისს — 4-6 ეპიზოდები, 4 ივნისს — 7-9, საბოლოო, 10-13 ეპიზოდების პრემიერა კი 11 ივნისს შედგება. ამასთან ერთად, 2027 წელს გამოვა სატელევიზიო შოუს მესამე სეზონიც. როგორც ცნობილია, სერიალი მეოთხე სეზონით დასრულდება. სერიალის სცენარი ავატარი კორას პერიოდიდან 200 წლის შემდეგ ვითარდება. სამყარო აპოკალიფსურმა მოვლენამ გაანადგურა, რაშიც სწორედ კორას ადანაშაულებენ.