“საავადმყოფოში ვიყავი, გაბრაზებული და მარტოსული“ - ანჯელინა ჯოლისა და ბრედ პიტის 18 წლის ქალიშვილმა კლინიკაში მკურნალობისა და კვებითი აშლილობის შესახებ ისაუბრა

კულტურა და გართობა ·

“საავადმყოფოში ვიყავი, გაბრაზებული და მარტოსული“ - ანჯელინა ჯოლისა და ბრედ პიტის 18 წლის ქალიშვილმა კლინიკაში მკურნალობისა და კვებითი აშლილობის შესახებ ისაუბრა

ანჯელინა ჯოლისა და ბრედ პიტის 18 წლის ქალიშვილმა, ვივიენმა განაცხადა, რომ მიმდინარე წლის დასაწყისში კვებითი აშლილობის (Eating Disorder) გამო საავადმყოფოში მკურნალობდა. მან საკუთარი ჯანმრთელობის მძიმე ბრძოლის შესახებ ლოს-ანჯელესში გამართულ პერსონალურ სამხატვრო გამოფენაზე პირველად ისაუბრა.