უშვილობის ერთ-ერთი მიზეზი, რომელიც შეიძლება, უსიმპტომოდ მიმდინარეობდეს – ექიმის საყურადღებო რჩევა
ჯანდაცვა ·

ტუბერკულოზი (TB) არის ინფექციური დაავადება, რომელსაც იწვევს ბაქტერია Mycobacterium tuberculosis. ის ყველაზე ხშირად ფილტვებს აზიანებს, თუმცა შეიძლება სხეულის სხვა ორგანოებზეც გავრცელდეს. ტუბერკულოზი ძირითადად ჰაერით ვრცელდება. როდესაც ფილტვის აქტიური ტუბერკულოზით დაავადებული ადამიანი ახველებს, აცემინებს ან საუბრობს, ჰაერში შეიძლება ინფექციის გამომწვევი ბაქტერიები გავრცელდეს. პულმონოლოგ-ფთიზიატრის, კახა ვაჭარაძის თქმით, დღეს არსებობს აბსოლუტურად ყველა ორგანოს ტუბერკულოზი, გარდა თმისა და ფრჩხილებისა.