მიხეილ სარჯველაძემ ეკონომიკურ ფორუმში „საქართველოს ჯანმრთელობის დაცვის პოლიტიკის ახალი შესაძლებლობები“ მიიღო მონაწილეობა
ჯანდაცვა ·

ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში შეხვედრა თემაზე – „საქართველოს ჯანმრთელობის დაცვის პოლიტიკის ახალი შესაძლებლობები“ გაიმართა. ფორუმის ფარგლებში სახელმწიფო უწყებების, კერძო სექტორის, პარლამენტის ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტისა და სფეროს წარმომადგენლებს შესაძლებლობა ჰქონდათ, ემსჯელათ ჯანდაცვის სისტემის განვითარების პერსპექტივებსა და თანამშრომლობის გაღრმავების გზებზე.