მალაიზიელმა ექიმებმა 40 დღის სიამის ტყუპები წარმატებით განაცალკევეს
ჯანდაცვა ·

მალაიზიელმა ექიმებმა წელის ქვედა ნაწილით შეერთებული სიამის ტყუპი ბიჭები განაცალკევეს. ნაადრევად დაბადებულ ძმებს რთული ოპერაცია 17 სექტემბერს, საბაჰის ქალთა და ბავშვთა საავადმყოფოში ჩაუტარდათ. ამ დროს ჩვილები მხოლოდ 40 დღისანი იყვნენ. საავადმყოფოს მიმდინარე კვირის განცხადების თანახმად, ბავშვები ექიმების მუდმივი მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფებოდნენ და სპეციალიზებულ სამედიცინო დახმარებას იღებდნენ. ტყუპები იშვიათი პათოლოგიით დაიბადნენ, რომელსაც პიგოპაგია ეწოდება.