ხელოვნური ინტელექტი გენეტიკური დაავადებების კვლევაში კიდევ უფრო ზუსტი ხდება — რა შეუძლია AlphaGenome 2-ს

ჯანდაცვა ·

ხელოვნური ინტელექტი გენეტიკური დაავადებების კვლევაში კიდევ უფრო ზუსტი ხდება — რა შეუძლია AlphaGenome 2-ს

Google DeepMind-მა დნმ-ის თანმიმდევრობის ანალიზის განახლებული მოდელი, AlphaGenome 2, წარადგინა. მისი დახმარებით იმის პროგნოზირებაა შესაძლებელი, თუ როგორ მოქმედებს გენეტიკური ვარიანტები ადამიანის სხვადასხვა ტიპის უჯრედზე. ამ გზით მკვლევრები დაავადებების გამომწვევ გენეტიკურ მექანიზმებს შეისწავლიან. ახალი მოდელი თავდაპირველი AlphaGenome-ის გაუმჯობესებული ვერსიაა, რომელშიც მრავალი სხვადასხვა ქსოვილის მოლეკულური აქტივობაა ასახული — გენომის როგორც მაკოდირებელ, ისე არამაკოდირებელ უბნებში.