აშშ-ში წითელას კიდევ ერთი ბავშვი ემსხვერპლა - როგორია ეპიდემიოლოგიური ვითარება ქვეყანაში?

ჯანდაცვა ·

აშშ-ში წითელას კიდევ ერთი ბავშვი ემსხვერპლა - როგორია ეპიდემიოლოგიური ვითარება ქვეყანაში?

ქვეყნის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის (CDC) მონაცემებით, წელს 5 400-ზე მეტი ინფიცირებაა დადასტურებული, შტატების ჯანდაცვის უწყებების მონაცემებით კი, დაავადებასთან დაკავშირებული გარდაცვალების შემთხვევების რაოდენობამ 10-ს მიაღწია. ეპიდემიის ფონზე აშშ-მ წითელას ელიმინაციის სტატუსიც დაკარგა. დაავადება ქვეყანაში 2000 წელს აღმოფხვრილად გამოცხადდა, თუმცა ვირუსის უწყვეტი გავრცელება 12 თვეზე მეტხანს გრძელდება.