3-თვიანი წყვეტის შემდეგ Zolotaya Korona-მ საქართველოში გზავნილების სისტემა აღადგინა

ფულადი გზავნილების რუსული სისტემა Zolotaya Korona საქართველოში მომსახურების ეტაპობრივ აღდგენას გეგმავს. ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს. ამჟამად სისტემა უკვე ამუშავდა ერთ-ერთ კომერციულ ბანკში, ხოლო უახლოეს პერიოდში მისი სხვა ბანკებში ამოქმედებაც იგეგმება. BMG-მ საკითხზე კითხვით მიმართა ეროვნულ ბანკს, საიდანაც პასუხს მიღებისთანავე შევთავაზებთ მკითხველს.