"სუპერი" 10 თეთრით გაიაფდა, სხვა ყველა ტიპის საწვავის ფასი კი 5 თეთრით შემცირდა"პორტალი"

ნავთობკომპანია „პორტალის“ დირექტორის მოადგილე ვლადიმერ ცხვიტარიას განცხადებით, ბოლო დღეებში, საერთაშორისო ბირჟებზე, ნავთობის ფასის შემცირება საქართველოს ბაზარზე უკვე აისახა და ფასები "სუპერის" ტიპის საწვავზე 10 თეთრით შემცირდა, ხოლო სხვა ყველა ტიპის საწვავი 5 თეთრით გაიაფდა. ამის შესახებ ვლადიმერ ცხვიტარიამ "საქმის კურსთან" ინტერვიუში განაცხადა.