სსფ-ს მისია მიესალმება ეროვნულ ბანკში გადაწყვეტილების მიღების პროცესში კოლეგიალური მოდელის დანერგვას

საერთაშორისო სავალუტო ფონდის (სსფ) მისია მიესალმება საქართველოს ეროვნული ბანკის განზრახვას, გადაწყვეტილების მიღების კოლეგიალური მოდელი ეროვნული ბანკის ფინანსური სტაბილურობის კომიტეტის გადაწყვეტილების მიღების პროცესშიც დაინერგოს, - ამის შესახებ სსფ-ის მისიის საქართველოში ვიზიტის დასრულების შემდეგ გამოქვეყნებულ განცხადებაშია ნათქვამი.