რა ეღირება სრიალი გუდაურში, ბაკურიანში, მესტიასა და გოდერძიზე? — განახლებული ფასები

მთის ტრასების სააგენტომ 2026-2027 წლების ზამთრის სეზონის საბაგიროების აბონემენტების განახლებული ტარიფები გამოაქვეყნა . ახალი საფასო პოლიტიკის მიხედვით, საქართველოს ოთხივე სამთო-სათხილამურო კურორტზე — გუდაურში, ბაკურიანში, მესტიასა და გოდერძიზე — სრიალის ღირებულება მნიშვნელოვნად გაიზარდა. ყველაზე მაღალი ფასი ოთხივე კურორტზე გამოსაყენებელ უნივერსალურ აბონემენტზე (Multiski) დაფიქსირდა: ზრდასრულებისთვის სეზონური აბონემენტი 1 000 ლარი ეღირება, ხოლო ბავშვებისთვის (6-12 წელი) — 500 ლარი.