სოფლის განვითარების სააგენტო საერთაშორისო გამოფენებში მონაწილეობისთვის 3.5 მლნ ლარს დახარჯავს

სოფლის განვითარების სააგენტო საერთაშორისო გამოფენებში მონაწილეობაზე 3.5 მლნ ლარის დახარჯვას გეგმავს. ამ მიზნით უწყებამ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს გამარტივებულ შესყიდვაზე უკვე მიმართა. გამოქვეყნებული დოკუმენტების მიხედვით, ჯამში დაგეგმილია 16 ქვეყანაში 18 გამოფენაში მონაწილეობა, მათ შორის გერმანიაში, საფრანგეთში, აშშ-ში, იაპონიასა და კანადაში.