სიღნაღის მუნიციპალიტეტში საგზაო ინფრასტრუქტურული სამუშაოები მიმდინარეობს

საგზაო ინფრასტრუქტურული სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს სიღნაღის მუნიციპალიტეტში, სოფელ ქვემო ბოდბეში. გზის 1 200-ს მეტრამდე სიგრძის მონაკვეთზე იგება ორფენიანი ასფალტის საფარი, ასევე, ეწყობა ეზოებში შესასვლელები, მიერთებები და სანიაღვრე სისტემები. სარეაბილიტაციო სამუშაოები რეგიონული განვითარების ფონდიდან და ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება. სამუშაოების ჯამური ღირებულება მილიონ ლარზე მეტია.