სამტრედია-გრიგოლეთის ავტობანის ნაწილს პირუტყვის მოხვედრისგან დასაცავად შეღობავენ

ეკონომიკა ·

სამტრედია-გრიგოლეთის ავტობანის ნაწილს პირუტყვის მოხვედრისგან დასაცავად შეღობავენ

სამტრედია-გრიგოლეთის ავტობანის ნაწილს საავტომობილო გზების დეპარტამენტი შეღობავს. მიზანი მოძრაობის უსაფრთხოებაა, რათა ავტომაგისტრალზე მსხვილფეხა პირუტყვი არ მოხვდეს. დეპარტამენტი ამ ეტაპზე პროექტს და ხარჯთაღრიცხვის დოკუმენტაციას შეისყიდის, რისთვისაც ტენდერი 1 237 500 ლარით აქვს გამოცხადებული. სამტრედია-გრიგოლეთის ავტობანი ლანჩხუთის სოფელ სუფსაში [ლოტი 4] / ამ გზის ლოტი 4 და ლოტი 3 მონაკვეთები ძირითადად საძოვრებზე გადის