საქართველოს რკინიგზის გენერალური დირექტორი: 18 კმ-იანი ახალი სარკინიგზო ხაზი იქნება სრულად ელექტროფიცირებული, რომელიც რკინიგზის არსებულ მაგისტრალს ანაკლიის პორტთან დააკავშირებს

გამოცხადდა ტენდერი ანაკლიის სარკინიგზო ინფრასტრუქტურის სამშენებლო სამუშაოების შესახებ, რომელიც გულისხმობს ახალი 18 კმ-იანი სარკინიგზო ხაზის მშენებლობას, - აცხადებს სს საქართველოს რკინიგზის გენერალური დირექტორი ლაშა აბაშიძე. მისი თქმით, ის იქნება სრულად ელექტროფიცირებული, რომელიც რკინიგზის არსებულ მაგისტრალს ანაკლიის პორტთან დააკავშირებს.