საქართველოს რკინიგზის უპრეცედენტო განახლების პროცესი და განვითარების 10 წლიანი გეგმა - ახალი მატარებლები ქვეყნის რამდენიმე მიმართულებაზე გადანაწილდება

საქართველოს რკინიგზა დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში უპრეცედენტო განახლების პროცესშია. მხოლოდ ერთი საერთაშორისო ტენდერის ღირებულება 180 მილიონ ლარს აჭარბებს. პროექტი მოძრავი შემადგენლობის მოდერნიზებას ემსახურება - მგზავრებს სრულიად ახალი 10 ელექტრომატარებელი მოემსახურება. თბილისი, ბათუმი, ფოთი, ქუთაისი - ეს იმ მიმართულებების მხოლოდ ნაწილია, რომელზეც თანამედროვე ელექტრომატარებლები გადანაწილდება და მგზავრებს გაუმჯობესებულ პირობებს შესთავაზებს.