საერთაშორისო სავალუტო ფონდი საქართველოს ეკონომიკის 7,2 პროცენტით ზრდას ელის, მომავალ წელს კი 5,7 პროცენტით

საერთაშორისო სავალუტო ფონდი საქართველოს ეკონომიკის 7,2 პროცენტით ზრდას ელის, მომავალ წელს კი 5,7 პროცენტით. დეფიციტი მთლიანი შიდა პროდუქტის, ანუ 1,5 პროცენტი იქნება. სახელმწიფო ვალი კი მშპ-ის 33 პროცენტამდე შემცირდება. მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტით, დეფიციტი 2,5 პროცენტია. პროექტი სოციალური ხარჯების, საჯარო სექტორში ხელფასებისა და კაპიტალური ინვესტიციების ზრდას ითვალისწინებს. ფონდის შეფასებით, საქართველოს ეკონომიკური მაჩვენებლები მყარია, საბანკო სისტემა კი სტაბილურია. გაიზარდა ქვეყნის სავალუტო რეზერვებიც.