როგორ შეიცვალა ქართული კომპანიების აქციების ფასი ლონდონის საფონდო ბირჟაზე

ეკონომიკა ·

როგორ შეიცვალა ქართული კომპანიების აქციების ფასი ლონდონის საფონდო ბირჟაზე

ლონდონის საფონდო ბირჟაზე საქართველოს ეკონომიკა სამი კომპანიის მიერ — "საქართველოს ბანკის", "თიბისი ბანკისა" და "საქართველოს კაპიტალის" მეშვეობით არის წარმოდგენილი. Lion Finance Group PLC (BGEO)-ის აქციების ფასი 7.79%-ით გაიზარდა და ამჟამად ერთი აქციის ღირებულება 137 გირვანქა სტერლინგია. კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაცია 6.25 მილიარდ გირვანქა სტერლინგს შეადგენს. ბოლო 6 თვეში კომპანიის აქციების ფასი 27.32%-ით გაიზარდა. „ თიბისი ბანკის ჯგუფის“ (TBC Bank Group PLC) აქციების ღირებულება 11.30%-ით გაიზარდა.